საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის - შალომ დავიდისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია

მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის - შალომ დავიდისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი,  აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი, კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი და  ისრაელის ცენტრი 2025 წლის 10 სექტემბერს გამართავენ მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის, შალომ დავიდისადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას - ქართულ-ებრაული კულტურის მოამაგე - შალომ დავიდი.

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2025 წლის 25 ივლისამდე თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge

  

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:

  • ებრაელები მსოფლიო ისტორიასა და კულტურაში;
  • ებრაელთა მიგრაცია და იდენტობა;
  • ალია ერეც ისრაელში;
  • ქართველი ებრაელი მწერლები საქართველოსა და ისრაელში;
  • ებრაული ენა და საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
  • ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლები;
  • ბიბლიის თანამედროვე თარგმანები.

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული.

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

თარიღი: 11/02/2025